2012/2013 სასწავლო პროგრამები

 

          სტიპენდიები არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის

 

2012-2013 სასწავლო წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international) 10 სტუდენტის სწავლას აფინანსებს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA-Tbilisi) სტუდენტებს სთავაზობს არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი 5 მიმართულებით:

 

მედიაცია (კონტექსტის პროდუქცია)

უდიო ხელოვნება (Sound Art)

ფოტოგრაფია

2D  ხელოვნება (კონცეტუალური ფერწერა)

მოძრავი გამოსხულება (Video Art )

 

 

2012/2013 სასწავლო პროგრამების კურიკულუმი

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიერ შემოთავაზებული 9 თვიანი არაფორმალური სამაგისტრო პროგრამები უნიკალურია საქართველოში მისი სტრუქტურითა და სწავლების ფორმით. იგი სტუდენტს საშუალებას აძლევს დაეუფლოს თეორიასა და პრაქტიკას ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებთან მუდმივი ინტერაქციისა და ინფორმაციის დინამიური გაცვლის საშუალებით. CCA-Tbilisi-ის მიერ შემუშავებული სწვლის მეთოდოლოგია საკმაოდ განსხვავდება ბოლონიის სისტემის მიერ შემოთავაზებული, ფართოდ გავრცელებული კონტექსტისგან. პროგრამა სტუდენს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში განსაზღვროს მისი შემოქმედებითი მიმართულება და გახდეს თანამედროვე ხელოვნების პროცესების აქტიური მონაწილე.

 

მედიცია

პედაგოგები: ვატო წერეთელი, ნინო ჭოღოშვილი, ილია ზაუტაშვილი

(კოკნტექსტის პროდუქცია) [პროგრამის ძირითადი მიზანია ინოვაციური კონტექსტის შექმნა შემოქმედებით სფეროსა და საზოგადოებას შორის.  მედიაცია როგორც ტერმინი უფრო ფართოდ შლის კურატორული პრაქტიკის ცნებას და მოიცავს არა მხოლოდ ხელოვნების ისტორიას ან კურატორულ პერსპექტივას, არამედ აერთიანებს სხვა ფართო პრაქტიკებსაც, როგორიცაა, სახელოვნებო ან კულტურის მენეჯმენტი და სხვა. ]

 

აუდიო ხელოვნება

პედაგოგები: კატარინა შტადლერი, გიორგი ჟორჟოლიანი

[ხმა მისი მრავალფეროვანი თვისებებით და გამოყენების შესაძლებლობებით განიხილება, როგორც აუდიო ხელოვნების პროგრამის არსებითი/ძირითადი ელემენტი. შეისწავლება მუსიკის ზოგადი თეორია და მისი ფიზიკური მახასიათებლები, ასევე მუსიკის შექმნის სხვადასხვა პროგრამები და ელექტრონული მუსიკის კომპოზიციის საფუძვლები.]

 

ფოტოგრაფია

პედაგოგები: ვატო წერეთელი, გიორგი დადიანი

[ტექნიკური ასპექტები და კონკრეტულ სივრცით და დროით კონტექსტთან მიმართებაში ფოტოგრაფიული პროექტების განვითრება ფოტოგრაფიის პროგრამის ძირითად ელემენტებს წარმოადგენს, რომელიც წინ უძღვის სტუდენტის შემოქმედებითი გზისა და ვიზუალური ენის განვითარებას.]

 

2D ხელოვნება (კონცეპტუალური ფერწერა)

პედაგოგები: ქრისტინე კაკაბაძე, კოტე სულაბერიძე

[პროგრამა მოიცავს 2D ხელოვნების განსხვავებული შესაძლებლობებისა და ტექნიკის შესწავლას, რომელიც წინ უძღვის სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვის განვითარებას და პოზიციის წარმოდგენას. სტუდენტები მუდმივად განიხილავენ მათ შემოქმედებით სტრატეგიას პედაგოგებთან და სხვა ვიზუალური ხელოვნების პროფესიონალებთან]

 

მოძრავი გამოსახულება (Video Art)

პედაგოგები: თამუნა ქარუმიძე, გიო სუმბაძე, კოკა რამიშვილი

[პროგრამა როგორც შესავალი ნაწილი მოიცავს შემდეგი თეოიური საკითხების გაცნობას ვიდეო ხელოვნების ისტორიასთან მიმართებაში: პირველი ანმიაცია, ფოტოგრაფია და მოძრავი გამოსახულება, კინემატოგრაფი, ვიდეო და სხვა. ამავდროულად სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან პროგრამის პრაქტიკულ ასპექტებს, როგორიცაა მოძრავი გამოსახულების ტექნოლოგია, გადაღება, "mise en scène’’-ს მომზადება, დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, ლინეარული და ციფრული მონტაჟი.]

 

პირველი სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულების სტუდენტი ერთად დაესწრებიან ლექციებს, რაც საშუალებას მისცემს მათ მიიღონ ფართო ინტერდისციპლინარული, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და გამოცდილება. ასევე სტუდენტს მთელი წლის განმავლობაში საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებთან და განახორციელონ შემოქმედებითი ექსპერიმენტები.  

 

სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მთლიანობაში სინთეზშია ერთმანეთთან.

 

ყველა სტუდენტი გაივლის საერთო საგნებს შემდეგი მიმართულებებით: შემოქმედებითი პროექტის მენეჯმენტი; იკონოგრაფია; კონცეპტუალური ხელოვნება და დასავლეთისა და აღმოსავლეთის შედარებითი შემეცნება.

 

კვირაში ერთხელ სტუდენტები დაესწრებიან ბიო მეურნეობისა და ხელოვნების [Biofarming in relation with Art Praxis] კურსს მამუკა ჯაფარიძის რეზიდენციაში - საველე აკადემია, რომელიც მდებარეობს სოფელ შინდისში (7 კმ თბილისიდან). სტუდემტები გაეცნობიან ბიო მეურნეობის ძირითად პრინციპებს, რაც ხშირ შემთხვევაში ახალი შემოქმედებითი ექსპერიმენტის სტიმულია. 

 

9 თვის განმავლობაში სტუდენტები რეგულარულად დაესწრებიან ვორკშოფებს, რომლებსაც უძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები. ასევე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მუდმივად ჩართულები იყვნენ ცენტრის საგამოფენო საქმიანობაში, რაც გამოცდილების მიღებისა და სხვადასხვა არტისტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა. ეს აგრეთვე გზას უხსნის სტუდენტს მომავალი წარმატებისკენ, რომელიც საშალებას აძლევს შეხვდეს კურატორებსა და სხვა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

მიმდინარე წლის არაფერმალური სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი ასევე მოიცავს მონაწილეობას თბილისის პირველი ტრიენალეს გამართვის პროცესში. თბილისის პირველი ტრიენალე - Offside Effect, უკავშირდება ხელოვნებას, განათლებას და კლვლევას (19 ოქტომბერი - 20 ნოემბერი). 1 თვის განმავლობაში ტრიენალე უმასპინძლებს ხელოვნების სკოლების სტუდენტებსა და არტისტებს მთელი მსოფლიოდან, სადაც განხილული იქნება სახელოვნებო განათლება და ცოდნის პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები. CCA-Tbilisi-ის თითოეული სტუდენტი დაეხმარება ასისტენტის სახით რომელიმე სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო პლატფორმას ტრიენალეს განმავლობაში და მონაწილეობას მიიღებს სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებულ ფორუმში გოეთეს ინსტიტუტში. ასევე დაესწრებიან 1 თვის განმავლობაში დაგეგმილ ყველა ვორკშოფსა და სემინარს. [იხილეთ ტრიენალეს სრული პროგრამა]

 

მეტი მოტივაციისა და ჩართულობისთვის, მიმდინარე წელს სტუდენტების მიერ გამოიცემა სკოლი გაზეთი ყოველთვიურათ სადაც ასახული და წარმოდგენილი იქნება მათი სასწავლო პროგრამებში ჩართულობა.

 

სწავლის დასრულებისას სტუდენტები დაიწყებენ მუშაობას საკუთარ გამოფენაზე, რომელიც განიხილება როგორც არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგი. გამოფენა გაიმართება 2013 წლის ოქტომბერში, პერიოდში რომელიც  ქალაქისთვის ყველაზე აქტიურ კულტურულ  სეზონს წარმოადგენს.

 

ინფორმაცია dvv international-ის სტიპენდიების შესახებ

 

მიმდინარე წელს dvv international-ის რეგიონალური ოფისი თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 10 სტუდენტის არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად დააფინანსებს. სტუდენტებისა შერჩევისა და სტიპენდიების გაცემის ძირითად მიზანს წარმოადგენს, მოტივირებული ახალგაზრდების დაფინანსება ვისაც არ შეუძლიათ საკუთარი სწავლის დაფინანსება კონკრეტული ეკონომიური და სოციალური ფაქტორების გამო.

 

აპლიკაციის პროცესის წარმატებით გავლისას 10 სტუდენტი მიიღებს პირველი 3 თვის სწავლის სრულ დაფინანასებას. მომდევნო 6 თვის სწავლის დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობასა და წარმატებაზე.

 

სტიპენდია მოიცავს ყოველთვიური შესატანის, 200 ლარის დაფარვას და შესაძლო მგზავრობის ხარჯების დაფარვას, რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: პორტფოლიო, CV, მოტივაციის წერილი მათ შემოქმედებით ინტერესთან მიმართებაში და შესაბამისი არგუმენტაცია დაფინანსების მოთხოვნაზე.

 

სწავლების ენა: ქართული და ვორკშოპების შემთხევვაში ინგლისური.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 22 სექტემბერი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ მათი პროტფოლიოები და სხვა საჭირო საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამაერთზე:

kat@cca.ge

კატარინა შტადლერი

საგანმანათლებლო პროგრამების  კურატორი

 

dvv international რეგიონალური ოფისის კავკასიასა და თურქეთში

საკონტაქტო პირი: ლიკა კაციტაძე

katsitadze@dvv-international.ge

www.dvv-International.ge 

 

შერჩეულ აპლიკანებთან გასაუბრება შედგება მიმდინარე წლის 24 და25 სექტემბერს 15:00 საათზე სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი (CCA-Tbilisi)

დოდო აბაშიძის ქუჩა #10

+995 577 468 446

+995 32 2942080

info@cca.ge

www.cca.ge